მაღალი ხარისხი და დიდი სიწრაფე – ეს არის ის ბენეფიტები რასაც გვაძლევს Heidelberg Speedmaster 52 მოდელის საბეჭდი დანადგარი. თუმცა ოფსეტური მომსახურება მხოლოდ ბეჭდვით არ მთავრდება. დამატებითი დაზგები საშუალებას გვაძლევს ნაბეჭდი ვაქციოთ სხვადასხვა პროდუქტად. მაგ: ბლოკნოტი, კალენდარი, ბროშურა, ჟურნალი, კატალოგი, ჩანთა, ყუთი, საქაღალდე, წიგნი, ვობლერი, ჰენგერი და სხვა.